top of page

TIMSS 2023 - შედეგები

TIMSS არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევა. ის შეისწავლის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მე-4 და მე-8 კლასის მოსწავლეების მიღწევებს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.

TIMSS-ის 2023 წლის კვლევაში მონაწილეობდა:

მე-4 კლასი: 59 ქვეყნისა და 6 რეგიონის (ზოგიერთ ქვეყანაში კვლევაში ჩართული იყო მხოლოდ რომელიმე რეგიონი) 12 016 სკოლის 359 098 მეოთხეკლასელი მოსწავლე.

მე-8 კლასი: 44 ქვეყნისა და 3 რეგიონის 8 786 სკოლის 297 262 მერვეკლასელი მოსწავლე.

რა არის TIMSS-ი?

TIMSS (Trends in International Mathematics and Science Study) არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევა. ის შეისწავლის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მე-4 და მე-8 კლასის მოსწავლეების მიღწევებს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში. კვლევას უძღვება საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) - დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა ქვეყნის კვლევითი ინსტიტუტები და სახელმწიფო ორგანიზაციები, მათ შორის: ბოსტონის კოლეჯის IEA-ს TIMSS-ისა და PIRLS-ის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (აშშ), IEA ჰამბურგი (გერმანია), IEA ამსტერდამი (ნიდერლანდები). TIMSS-ის კვლევა პირველად 1995 წელს ჩატარდა. მას შემდეგ ის ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველო კვლევაში 2007 წლიდან იღებს მონაწილეობას, შესაბამისად, კვლევის 2023 წლის ციკლის ანალიზისას ჩვენ საშუალება გვაქვს დავინახოთ, როგორია ჩვენი მოსწავლეების მიღწევების დინამიკა 2007 წლიდან დღემდე. TIMSS-ის კვლევა მონაწილე ქვეყნებს საშუალებას აძლევს: •შეაფასონ თავისი მოსწავლეების მიღწევები მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში; •მიიღონ ინფორმაცია მოსწავლეთა სწავლის გარემოსა და იმ კონტექსტუალურ ფაქტორებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ მათი აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებასა თუ შეფერხებაზე; •შეადარონ მათი მოსწავლეების მიღწევები სხვა ქვეყნების მოსწავლეების შედეგებს; გაეცნონ მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა-სწავლების საუკეთესო პრაქტიკებს; •გამოიყენეონ კვლევის შედეგები სწავლების უფრო ეფექტური სტრატეგიების შემუშავებისა და სწავლის შედეგების გაუმჯობესებისათვის. კვლევის ფორმატი: 2019 წლიდან ეტაპობრივად გადავიდა კვლევის ელექტრონულად ჩატარებაზე და კვლევის 2023 წლის ციკლში თითქმის ყველა მოსწავლემ, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის მოსწავლეებმა, ტესტურ დავალებებსა და კითხვარზე ელექტრონულად იმუშავეს. TIMSS 2023-ში მონაწილე ქვეყნები TIMSS-ის კვლევის სამიზნე პოპულაცია მე-4 და მე-8 კლასის მოსწავლეები არიან. ქვეყნების ნაწილში კვლევაში მონაწილეობენ ორივე საფეხურის მოსწავლეები, ნაწილში კი - მხოლოდ რომელიმე კლასი. საქართველოს შემთხვევაში კვლევაში ჩართული იყვნენ როგორც მე-4, ასევე მე-8 კლასის მოსწავლეები. TIMSS-ის 2023 წლის კვლევაში მონაწილეობდა: მე-4 კლასი: 59 ქვეყნისა და 6 რეგიონის (ზოგიერთ ქვეყანაში კვლევაში ჩართული იყო მხოლოდ რომელიმე რეგიონი) 12 016 სკოლის 359 098 მეოთხეკლასელი მოსწავლე. მე-8 კლასი: 44 ქვეყნისა და 3 რეგიონის 8 786 სკოლის 297 262 მერვეკლასელი მოსწავლე.

T23-Icon_MG4.png
T23-Icon_MG8.png
T23-Icon_SG4.png
T23-Icon_SG8.png
math4.png

მიღწევის საშუალო მაჩვენებელის  დინამიკა კვლევის სხვადასხვა ციკლში

მათემატიკა IV კლასი

math8.png

მიღწევის საშუალო მაჩვენებელის  დინამიკა კვლევის სხვადასხვა ციკლში

მათემატიკა VIII კლასი

მათემატიკა  •  მე-8 კლ.

ქვეყნების რეიტინგული სია მიღწევების მიხედვით

მათემატიკა  •  მე-8 კლ.

მოსწავლეთა შედეგები მიღწევის საერთაშორისო საფეხურების მიხედვით

მათემატიკა  •  მე-8 კლ.

საქართველოში მიღწევის საერთაშორისო საფეხურების დინამიკა კვლევის სხვადასხვა ციკლში

მათემატიკა  •  მე-8 კლ.

მოსწავლეთა საშუალო მიღწევები შინაარსობრივი სფეროების მიხედვით

მათემატიკა  •  მე-8 კლ.

მოსწავლეთა საშუალო მიღწევები კოგნიტური სფეროების მიხედვით

მათემატიკა  •  მე-8 კლ.

საქართველოში მოსწავლეთა საშუალო მიღწევების დინამიკა შინაარსობრივი სფეროების მიხედვით

sci4.png

მიღწევის საშუალო მაჩვენებელის  დინამიკა კვლევის სხვადასხვა ციკლში

ბუნებისმეტყველება IV კლასი

ბუნებისმეტყველება  •  მე-4 კლ.

ქვეყნების რეიტინგული სია მიღწევების მიხედვით

ბუნებისმეტყველება  •  მე-4 კლ.

მოსწავლეთა შედეგები მიღწევის საერთაშორისო საფეხურების მიხედვით

ბუნებისმეტყველება  •  მე-4 კლ.

საქართველოში მიღწევის საერთაშორისო საფეხურების დინამიკა კვლევის სხვადასხვა ციკლში

ბუნებისმეტყველება  •  მე-4 კლ.

მოსწავლეთა საშუალო მიღწევები შინაარსობრივი სფეროების მიხედვით

ბუნებისმეტყველება  •  მე-4 კლ.

მოსწავლეთა საშუალო მიღწევები კოგნიტური სფეროების მიხედვით

ბუნებისმეტყველება •  მე-4 კლ.

საქართველოში მოსწავლეთა საშუალო მიღწევების დინამიკა შინაარსობრივი სფეროების მიხედვით

sci8-.png

მიღწევის საშუალო მაჩვენებელის  დინამიკა კვლევის სხვადასხვა ციკლში

ბუნებისმეტყველება VIII კლასი

ბუნებისმეტყველება  •  მე-8 კლ.

ქვეყნების რეიტინგული სია მიღწევების მიხედვით

ბუნებისმეტყველება  •  მე-8 კლ.

მოსწავლეთა შედეგები მიღწევის საერთაშორისო საფეხურების მიხედვით

ბუნებისმეტყველება  •  მე-8 კლ.

საქართველოში მიღწევის საერთაშორისო საფეხურების დინამიკა კვლევის სხვადასხვა ციკლში

ბუნებისმეტყველება  •  მე-8 კლ.

მოსწავლეთა საშუალო მიღწევები შინაარსობრივი სფეროების მიხედვით

ბუნებისმეტყველება  •  მე-8 კლ.

მოსწავლეთა საშუალო მიღწევები კოგნიტური სფეროების მიხედვით

ბუნებისმეტყველება  •  მე-8 კლ.

საქართველოში მოსწავლეთა საშუალო მიღწევების დინამიკა შინაარსობრივი სფეროების მიხედვით

მათემატიკა  •  მე-4 კლ.

bottom of page