top of page

დღეს, 12 საათზე ევროსტუდენტი 9-ის ფარგლებში ტექნიკის 500 ლარიანი ვაუჩერის განაწილების პროცედურა ჩატარდა, როგორც მითითებული იყო ვაუჩერის განაწილების პროცედურაში.


განაწილების საფუძველზე შერჩეული 15 სტუდენტი უკვე ინფორმირებულია განაწილების შედეგების თაობაზე.


დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ მეილზე: eurostudent@ncer.gov.ge


ევროსტუდენტი ტრანსნაციონალური სამეცნიერო კვლევითი პროექტია. მისი მიზანია ევროპის 30-მდე ქვეყანაში უმაღლესი განათლების სივრცეში სტუდენტების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა. კვლევის ფარგლებში გროვდება მონაცემები ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა, სასწავლო პროგრამის მახასიათებლები, ბიუჯეტი და დასაქმება, შემოსავალი და ხარჯები, საცხოვრებელი პირობები და საერთაშორისო მობილობა.


ევროსტუდენტის კვლევის მონაცემების საფუძველზე ქვეყნები უკეთ გეგმავენ ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტების სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერის პოლიტიკას და პროგრამებს.


საქართველო 2014 წლიდან მონაწილეობს კვლევაში. წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები კვლევაში 15 აპრილიდან ელექტრონულად ჩაერთვებიან.

კითხვარის ბმულს სტუდენტები მიიღებენ ელექტრონული ფოსტის ან უნივერსიტეტის შიდა საკომუნიკაციო ქსელის საშუალებით.


2025 წელს კვლევაში მონაწილე სტუდენტები, სურვილის შემთხვევაში, გათამაშებაში ჩაერთვებიან. გათამაშების ფარგლებში კვლევის მონაწილეთაგან შემთხვევითი პრინციპით შერჩეული 15 სტუდენტი ტექნიკის 500 ლარიან ვაუჩერს მიიღებს.


დამატებითი ინფორმაცია ევროსტუდენტის საერთაშორისო კვლევის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://www.eurostudent.eu/


კითხვებით გვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: eurostudent@ncer.gov.ge


ევროსტუდენტის კვლევას საქართველოში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი ატარებს.

საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი მუშაობს ეთნიკური უმცირესობების განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის კომპლექსურ კვლევაზე, რაც მოიცავს წინა-სასკოლო, სასკოლო, უმაღლესი და პროფესიული განათლების პროგრამებში ჩართული მოსწავლეებისა და ახალგაზრდების საჭიროებების კვლევას და სისტემური გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების გენერირებას.


მოცემული შუალედური ანგარიში აღნიშნული კვლევის ერთი ნაწილის, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მოქმედი საშეღავათო პოლიტიკის საკვანძო ასპექტის - „ქართულ ენაში მომზადების პროგრამის“ შედეგებს მიმოიხილავს. აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, ვინც არაქართულენოვანი სკოლა ან სექტორი დაამთავრა. მისი მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.


კვლევამ ცხადყო, რომ პროგრამას მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები აქვს, განსაკუთრებით სტუდენტების ჩართულობის კუთხით. ანგარიშში ასევე აღწერილია მოსამზადებელი საგანმანათლებლო პროგრამის წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც მისი შინაარსისა და სტრუქტურის, ისე ხელმისაწვდომობისა და ინტეგრაციის საკითხებთან.













bottom of page