top of page

PISA

კვლევას საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი (NCER) ახორციელებს. საცდელი ტესტირება 2024 წლის აპრილსა და მაისში, ელექტრონულად ჩატარდა, ძირითადი კვლევის ჩატარება 2025 წელს არის დაგეგმილი.


PISA საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევაა, რომელსაც ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OECD) ახორციელებს. PISA-ს შედეგების ანალიზი ქვეყნებს სასკოლო სისტემაში არსებული მდგომარეობის შეფასებაში ეხმარება. კვლევის ფარგლებში ფასდება 15 წლის მოსწავლეების მზადყოფნა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. PISA 2025 რიგით მეცხრე კვლევაა, რომელიც 2000 წლის შემდეგ ტარდება და მასში 90-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.


საცდელ ტესტირებაში მონაწილეობის მისაღებად სკოლები შემთხვევითი წესით შეირჩა PISA-ს სკოლების შერჩევაზე პასუხისმგებელი საერთაშორისო ორგანიზაციის (Westat) მიერ.


TIMSS კვლევის მიზანია მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა მიღწევების შეფასება. საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) მიერ ორგანიზებულ კვლევას საქართველოში საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი (NCER) ატარებს.


საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციაა. მასში გაერთიანებულია სხვადასხვა ქვეყნის კვლევითი ინსტიტუტები და სახელმწიფო ორგანიზაციები.


2024 წელს ჩატარდა TIMSS-ის 2023 წლის ციკლის ლონგიტუდური (გრძელვადიანი, განმეორებითი) კვლევა. კვლევის შედეგები საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ მოსწავლეთა მიღწევების პროგრესი და შევისწავლოთ ის გარემო ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.


ტესტირება ჩატარდა 2024 წლის მაისის და ივნისის თვეებში. შერჩეული კლასის მოსწავლეებმა შეავსეს ტესტი და მოსწავლის კითხვარი. შესაბამისი კითხვარები შეავსეს კვლევაში მონაწილე მოსწავლეების მშობლებმა, მასწავლებლებმა და სკოლის დირექტორებმა. კვლევა ჩატარდა ელექტრონული ფორმატით.


მონაცემთა ანალიზი საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის მიერ ხორციელდება. კვლევის შედეგები 2025 წელს გახდება ცნობილი.


საგანამანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა ზოგადი განათლების სამი არსებითი მიმართულებით ჩატარებული კვლევის შედეგები 8 დეკემბერს წარადგინა კონფერენციაზე - კვლევა განათლების პოლიტიკის მხარდასაჭერად - სასკოლო განათლების გამოწვევები.



კონფერენციას განათლების სისტემის, სასკოლო საზოგადოების, საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


კონფერენციის ფარგლებში ცენტრის მკვლევარებმა შემდეგი კვლევების დეტალური ანგარიშები წარადგინეს:

საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა ასევე წარადგინა სასკოლო სახელმძღვანელოების შეფასების პირველი ეტაპის (სწავლების პრაქტიკაზე დაფუძნებით შეფასება) შუალედური შედეგები.



კვლევის მომდევნო ეტაპებზე განსხვავებული პერსპექტივებიდან შეფასდება სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული გამოწვევები. დაგეგმილია ხარისხის რეგულაციის მექანიზმების სისტემური ანალიზი.




bottom of page