TIMSS 2023 - შედეგები
TIMSS არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევა. ის შეისწავლის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მე-4 და მე-8 კლასის მოსწავლეების მიღწევებს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.
TIMSS-ის 2023 წლის კვლევაში მონაწილეობდა:
მე-4 კლასი: 59 ქვეყნისა და 6 რეგიონის (ზოგიერთ ქვეყანაში კვლევაში ჩართული იყო მხოლოდ რომელიმე რეგიონი) 12 016 სკოლის 359 098 მეოთხეკლასელი მოსწავლე.
მე-8 კლასი: 44 ქვეყნისა და 3 რეგიონის 8 786 სკოლის 297 262 მერვეკლასელი მოსწავლე.
რა არის TIMSS-ი?
TIMSS (Trends in International Mathematics and Science Study) არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევა. ის შეისწავლის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მე-4 და მე-8 კლასის მოსწავლეების მიღწევებს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში. კვლევას უძღვება საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) - დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა ქვეყნის კვლევითი ინსტიტუტები და სახელმწიფო ორგანიზაციები, მათ შორის: ბოსტონის კოლეჯის IEA-ს TIMSS-ისა და PIRLS-ის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (აშშ), IEA ჰამბურგი (გერმანია), IEA ამსტერდამი (ნიდერლანდები). TIMSS-ის კვლევა პირველად 1995 წელს ჩატარდა. მას შემდეგ ის ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველო კვლევაში 2007 წლიდან იღებს მონაწილეობას, შესაბამისად, კვლევის 2023 წლის ციკლის ანალიზისას ჩვენ საშუალება გვაქვს დავინახოთ, როგორია ჩვენი მოსწავლეების მიღწევების დინამიკა 2007 წლიდან დღემდე. TIMSS-ის კვლევა მონაწილე ქვეყნებს საშუალებას აძლევს: •შეაფასონ თავისი მოსწავლეების მიღწევები მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში; •მიიღონ ინფორმაცია მოსწავლეთა სწავლის გარემოსა და იმ კონტექსტუალურ ფაქტორებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ მათი აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებასა თუ შეფერხებაზე; •შეადარონ მათი მოსწავლეების მიღწევები სხვა ქვეყნების მოსწავლეების შედეგებს; გაეცნონ მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა-სწავლების საუკეთესო პრაქტიკებს; •გამოიყენეონ კვლევის შედეგები სწავლების უფრო ეფექტური სტრატეგიების შემუშავებისა და სწავლის შედეგების გაუმჯობესებისათვის. კვლევის ფორმატი: 2019 წლიდან ეტაპობრივად გადავიდა კვლევის ელექტრონულად ჩატარებაზე და კვლევის 2023 წლის ციკლში თითქმის ყველა მოსწავლემ, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის მოსწავლეებმა, ტესტურ დავალებებსა და კითხვარზე ელექტრონულად იმუშავეს. TIMSS 2023-ში მონაწილე ქვეყნები TIMSS-ის კვლევის სამიზნე პოპულაცია მე-4 და მე-8 კლასის მოსწავლეები არიან. ქვეყნების ნაწილში კვლევაში მონაწილეობენ ორივე საფეხურის მოსწავლეები, ნაწილში კი - მხოლოდ რომელიმე კლასი. საქართველოს შემთხვევაში კვლევაში ჩართული იყვნენ როგორც მე-4, ასევე მე-8 კლასის მოსწავლეები. TIMSS-ის 2023 წლის კვლევაში მონაწილეობდა: მე-4 კლასი: 59 ქვეყნისა და 6 რეგიონის (ზოგიერთ ქვეყანაში კვლევაში ჩართული იყო მხოლოდ რომელიმე რეგიონი) 12 016 სკოლის 359 098 მეოთხეკლასელი მოსწავლე. მე-8 კლასი: 44 ქვეყნისა და 3 რეგიონის 8 786 სკოლის 297 262 მერვეკლასელი მოსწავლე.
მიღწევის საშუალო მაჩვენებელის დინამიკა კვლევის სხვადასხვა ციკლში
მათემატიკა IV კლასი
მიღწევის საშუალო მაჩვენებელის დინამიკა კვლევის სხვადასხვა ციკლში
მათემატიკა VIII კლასი
მიღწევის საშუალო მაჩვენებელის დინამიკა კვლევის სხვადასხვა ციკლში
ბუნებისმეტყველება IV კლასი
მიღწევის საშუალო მაჩვენებელის დინამიკა კვლევის სხვადასხვა ციკლში