top of page

კვლევის მიზანი: საქართველოში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის შედეგებისა და გამოწვევების მიმოხილვა.


კვლევა აერთიანებს განათლების სფეროს ექსპერტების, სამივე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეფციის შემქმნელების, რეფორმის განმახორციელებელი გუნდის წარმომადგენლების, ესგ-ს დანერგვის მხარდამჭერი ჯგუფების, განათლების სისტემის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის, დონორი ორგანიზაციების, განათლების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების, სკოლის დირექტორების, მასწავლებლების, მშობლებისა და მოსწავლეების მოსაზრებებს.


დისკუსიებისა და ინტერვიუების სერია 2023 წლის ზაფხულში ჩატარდა და საერთო ჯამში 100-ზე მეტი რესპონდენტი მოიცვა. მსჯელობის პროცესში ჩამოყალიბებული პირველადი დასკვნები და რეკომენდაციები 10000-ზე მეტ მასწავლებელთან და 600-ზე მეტ სკოლის დირექტორთან გადამოწმდა.





კვლევა რამდენიმე ეტაპად წარიმართება და სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული გამოწვევები, ასევე, თუ რამდენად აკმაყოფილებს არსებული სახელმძღვანელოები ხარისხის, შესაბამისობისა და ინკლუზიურობის მაღალ სტანდარტებს, განსხვავებული პერსპექტივებიდან შეფასდება.


კვლევის პირველი ეტაპი სასკოლო სახელმძღვანელოების სწავლების პრაქტიკაზე დაფუძნებით, მასწავლებლების მიერ შეფასებას ითვალისწინებდა.




bottom of page