top of page
world timss-01_edited.png
PISA+oecd-01.png
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა 

 PISA (Programme for International Student Assessment) არის ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევა, რომელსაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია - OECD (The Organisation for Economic Co-operation and Development) ციკლურად, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ატარებს

PISA 2025 შედეგებიკვლევის შესახებ
world dots-01-01-01.png

PISA შეფასების ჩარჩო

ბუნებისმეტყველება
კითხვა
მათემატიკა

PISA საქართველოში

საქართველო PISA-ში პირველად 2010 წელს (PISA 2009+) ჩაერთო. მომდევნო შეფასებები საქართველოში

2015, 2018, 2022 და 2025 წლებში ჩატარდა. 

PISA შემდეგი ციკლი 2029 წელს არის დაგეგმილი. ამ ციკლში ძირითად სფეროს კითხვა წარმოადგენს. თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ, ასევე, შეფასდება ახალი განზომილება – მედია წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. 

COVER-TIMSS-gakvetilebi-main-18-18.png

TIMSS 2023

TIMSS2023-ის გაკვეთილები

TIMSS-ის  წარმოდგენილი ანგარიში, საერთაშორისო შეფასებების შედეგების ახალი ფორმატით გაზიარების პირველი ნაბიჯია. ეს არის მცდელობა, საერთაშორისო მონაცემები გამოვიყენოთ, როგორც მტკიცებულებაზე დაფუძნებული ცვლილების გზამკვლევი, არა მხოლოდ პოლიტიკის, არამედ სკოლის დონეზეც. ეროვნული ანგარიშის სახელწოდებად შევარჩიეთ  „TIMSS 2023-ის გაკვეთილები,“ რომლის თითოეული სერია კონკრეტულ თემას ეძღვნება და შესაბამისი თემატური სათაურით გამოქვეყნდება.

სკოლის ზომა და მოსწავლეთა მიღწევები:
TIMSS 2023 წლის შეფასების შედეგები

TIMSS 2023-ის მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით, განვიხილავთ, როგორ უკავშირდება სკოლის ზომა მოსწავლეთა მიღწევებს. ანალიზის შედეგები აჩვენებს, რომ ეს კავშირი არ არის ერთგვაროვანი და მნიშვნელოვნად განსხვავდება განათლების საფეხურისა და სკოლის მდებარეობის მიხედვით.

წაიკითხეთ ანალიზი

კვლევა ფოკუსში - TIMSS

TIMSS - მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა 

TIMSS არის ფართომასშტაბიანი საერთაშორისო შეფასება, რომელიც 1995 წლიდან ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და ზომავს მე-4 და მე-8 კლასის მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. კვლევა უზრუნველყოფს სწავლების ხარისხის შედარებით ანალიზს სხვადასხვა ქვეყანაში, რაც განათლების პოლიტიკის შემქმნელებს, მკვლევრებსა და პრაქტიკოსებს ეხმარება საგანმანათლებლო სისტემების შეფასებასა და გაუმჯობესებაში.

​

  • განათლების პოლიტიკის დამგეგმავებს TIMSS აწვდის მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მონაცემებს ეროვნული საგანმანათლებლო პოლიტიკის, სასწავლო პროგრამების ეფექტიანობისა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის შესახებ. ის ეხმარება სახელმწიფო სტრუქტურებს STEM განათლების ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენასა და მიზნობრივი რეფორმების განხორციელებაში.

​​

  • სკოლებისათვის TIMSS კვლევა იძლევა მნიშვნელოვან მონაცემებს იმაზე, თუ როგორ აისახება სასკოლო რესურსები, სწავლების სტრატეგიები და მოსწავლეთა სოციალური-ეკონომიკური ფაქტორები აკადემიურ მიღწევებზე. ეს ინფორმაცია სკოლებს საშუალებას აძლევს, გააუმჯობესონ სწავლების ხარისხი და უკეთ გაანაწილონ არსებული რესურსები

 

  • მასწავლებლებისთვის TIMSS აღწერს სასწავლო მეთოდებს, პროფესიული განვითარების საჭიროებებსა და საკლასო პრაქტიკას. კვლევის მიგნებები მასწავლებლებს სთავაზობს საერთაშორისო გამოცდილებას, რომელიც ხელს უწყობს სწავლების პროცესის გაუმჯობესებასა და უფრო ეფექტური პედაგოგიური სტრატეგიების განვითარებას.

 

  • მოსწავლეებისთვის TIMSS-ის შედეგები საინტერესოა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ზომავს მოსწავლეთა ცოდნასა და პრობლემის გადაჭრის უნარებს, არამედ იკვლევს მათ მოტივაციას, ჩართულობასა და STEM საგნებისადმი დამოკიდებულებას. ეს ინფორმაცია ხელს უწყობს სწავლის პროცესის უკეთ ორგანიზებას და თვითეფექტურობის გაუმჯობესებას.

​

მნიშვნელოვანია, რომ TIMSS არა მხოლოდ აკადემიური მიღწევების შედარებას ემსახურება, არამედ აგროვებს კონტექსტუალურ მონაცემებს სასწავლო პროგრამებზე, სასკოლო გარემოზე და სასწავლო პრაქტიკებზე, რაც მას განათლების კვლევისა და სისტემური გაუმჯობესების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად აქცევს.

TIMSS საქართველოში

 

TIMSS საქართველოში პირველად 2007 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ქართველმა მოსწავლეებმა 2011, 2015 და 2019 წლების ციკლებშიც მიიღეს მონაწილეობა. საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) მიერ ორგანიზებულ კვლევას TIMSS საქართველოში საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი (NCER) ატარებს. მონაცემთა ანალიზი საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის მიერ ხორციელდება.

TIMSS 2023-ის შედეგები 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა.

bottom of page