
სკოლის ზომა და მოსწავლეთა მიღწევები:
TIMSS 2023 წლის შეფასების შედეგები
TIMSS-ის წარმოდგენილი ანგარიში, საერთაშორისო შეფასებების შედეგების ახალი ფორმატით გაზიარების პირველი ნაბიჯია. ეს არის მცდელობა, საერთაშორისო მონაცემები გამოვიყენოთ, როგორც მტკიცებულებაზე დაფუძნებული ცვლილების გზამკვლევი

TIMSS-ის წარმოდგენილი ანგარიში, საერთაშორისო შეფასებების შედეგების ახალი ფორმატით გაზიარების პირველი ნაბიჯია. ეს არის მცდელობა, საერთაშორისო მონაცემები გამოვიყენოთ, როგორც მტკიცებულებაზე დაფუძნებული ცვლილების გზამკვლევი, არა მხოლოდ პოლიტიკის, არამედ სკოლის დონეზეც. ეროვნული ანგარიშის სახელწოდებად შევარჩიეთ „TIMSS 2023-ის გაკვეთილები,“ რომლის თითოეული სერია კონკრეტულ თემას ეძღვნება და შესაბამისი თემატური სათაურით გამოქვეყნდება.
კვლევა ფოკუსში - TIMSS
TIMSS 2023-ის მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით, განვიხილავთ, როგორ უკავშირდება სკოლის ზომა მოსწავლეთა მიღწევებს. ანალიზის შედეგები აჩვენებს, რომ ეს კავშირი არ არის ერთგვაროვანი და მნიშვნელოვნად განსხვავდება განათლების საფეხურისა და სკოლის მდებარეობის მიხედვით.




