top of page
world map-01.png
PISA+oecd-01.png
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა 

PISA2025

კვლევის პირველადი  შედეგები

PISA 2025-ის შესახებ

 

  • PISA 2025 საერთაშორისო შეფასების მეცხრე ციკლია.

​​

  • 2025 წლის ციკლში ძირითადი შეფასების სფეროა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ასევე ფასდება მოსწავლეთა კომპეტენციები კითხვასა და მათემატიკაში.

​​

  • ციკლის მნიშვნელოვანი სიახლეა „სწავლა ციფრულ სამყაროში“ (Learning in the Digital World).

​​

  • PISA 2025-ში მონაწილეობდა 760 000-ზე მეტი 15 წლის მოსწავლე 91 ქვეყნიდან და ეკონომიკიდან.

​​

  • საქართველოდან კვლევაში მონაწილეობდა 265 სკოლის 6 855 მოსწავლე და მათი მშობლები, 265 სკოლის დირექტორი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების 1 350 მასწავლებელი.

მოსწავლეთა მიღწევები

გრძელვადიანი ტენდენცია (2015-2025) საშუალო მაჩვენებლის მიხედვით

მოსწავლეთა მიღწევები

გრძელვადიანი ტენდენცია (2015-2025)  დაბალი და მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილის მიხედვით

leg-01.png

მოსწავლეთა მიღწევები

საშუალო მაჩვენებელი (2025) 

მოსწავლეთა მიღწევები 

მიღწევის საფეხურები (2025)

თანასწორობა

მოსწავლეთა მიღწევა და სოციოეკონომიკური სტატუსი (საბუნებისმეტყველო მეცნიერებები – 2025)

თანასწორობა

მოსწავლეთა საშუალო მიღწევაზე სოციოეკონომიკური სტატუსის გავლენა

თანასწორობა

გამორჩეული მოსწავლეების წილი

თანასწორობა

მოსწავლეთა ჯამური წილი, რომლებიც PISA‑ს  სფეროებში საბაზო – მეორე საფეხურზე დაბალ შედეგს აჩვენებენ

თანასწორობა

განსხვავებები სქესის მიხედვით (2015-2025)

თანასწორობა

განსხვავებები სკოლის მახასიათებლებს მიხედვით (2025)

თანასწორობა

განსხვავებები სკოლის მახასიათებლების მიხედვით – ათწლიანი ტენდენცია (2015-2025)

სწავლის გამოცდილება

მოსწავლეთა ჩართულობა სწავლაში

1-01.png
  • სწავლის სურვილის კომპონენტში საქართველოს წარმომადგენელი მოსწავლეების თვითშეფასება საერთაშორისო საშუალოზე დაბალია, რაც, ირიბად, სწავლისათვის შედარებით ნაკლებ მოტივაციაზე მიგვანიშნებს. თუმცა, საქართველოს მოსწავლეებს სწავლის პროცესში საკუთარი თავის იმედი აქვთ – ისინი სწავლის შედეგებს უფრო მეტად საკუთარ ძალისხმევას და არა თანდაყოლილ შესაძლებლობებს ან გარემო პირობებს მიაწერენ.

​

  • საყურადღებოა, რომ საქართველოში შედარებით მცირეა ისეთი მოსწავლეების წილი, რომლებიც არსებულ სამეცნიერო ცოდნას არა ფიქსირებულ, შეუვალ ჭეშმარიტებად, არამედ არასრულყოფილ და მუდმივად ცვალებად (განვითარებად) კონსტრუქტად მიიჩნევენ. ამგვარი ეპისტემიური წარმოდგენები ხშირად ხელს უშლის მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების განვითარებაში. საქართველოს წარმომადგენელ მოსწავლეებს, აგრეთვე, შედარებით უჭირთ სწავლის პროცესში დახმარებისთვის მიმართვა.

სწავლის გამოცდილება

უსაფრთხო და სამართლიანი სასწავლო გარემო

2-01.png
  • საქართველოში მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ სასკოლო გარემოს – სკოლისადმი კუთვნილების მაჩვენებელი და სკოლაში დისციპლინის შეფასებები საერთაშორისო საშუალოს უტოლდება ან აღემატება; ასევე, მოსწავლეები, PISA-ს საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, უფრო ოპტიმისტურად აფასებენ ქვეყანაში სოციალური მობილობის შანსებს.

​​

  • OECD-ის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოში უფრო გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს მოსწავლეთა გაცდენები.

სწავლის გამოცდილება

მშობელთა და სკოლის მხარდაჭერა

3-01.png

საქართველოში, OECD-ის მაჩვენებლებზე მაღალია სკოლაში არსებული მხარდამჭერი პირობების შეფასება. თუმცა, საყურადღებოა მოსწავლეთა აღქმები ოჯახის (მშობელთა) მხარდაჭერის თვალსაზრისით, სადაც შეფასებები შედარებით კრიტიკულია.

სწავლის გამოცდილება

ციფრული გარემო და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება

4-01.png

საქართველოში, OECD-ის მაჩვენებლებთან შედარებით, დაბალია სკოლის მზაობა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლებისთვის.

ძირითადი მიგნებები

  • 2022 წელთან შედარებით საქართველოში ყველა ძირითად სფეროში მოსწავლეთა მიღწევები გაუმჯობესდა. მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ათწლეულის ფარგლებში (2015-2025) საუკეთესო შედეგები დაფიქსირდა. პროგრესი, ძირითადად, დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილის შემცირებას უკავშირდება.

  • მიუხედავად პოზიტიური დინამიკისა, საქართველოს შედეგები კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD-ის საშუალო მაჩვენებლებს. განსაკუთრებულ გამოწვევად რჩება კითხვის სფერო. ასევე, მნიშვნელოვანი გამოწვევები იკვეთება PISA­‑ს ახალ მიმართულებაში – პრობლემების გამოთვლითი მეთოდებით გადაჭრაში.

  • გენდერული განსხვავებები კვლავ თვალსაჩინოა – ბიჭები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან გოგონებს კითხვაში. გოგონები, ასევე, საშუალოდ უკეთეს შედეგებს აჩვენებენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

  • სკოლებს შორის განსხვავებები ბოლო დეკადის განმავლობაში შემცირდა, თუმცა კვლავ შენარჩუნებულია კერძო და საჯარო, ასევე ქართულ და აზერბაიჯანულენოვან სკოლებს შორის მიღწევების მნიშვნელოვანი სხვაობა.

  • სოციოეკონომიკური სტატუსის გავლენა მიღწევებზე OECD-ის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში დაბალია. მნიშვნელოვანია, რომ შემდგომ ციკლებში ეს მაჩვენებელი მოსწავლეთა მიღწევის ზრდის ფონზეც შენარჩუნდეს.

  • მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ სასკოლო კლიმატს და სჯერათ საკუთარი შესაძლებლობების, თუმცა გამოწვევად რჩება სწავლისათვის შინაგანი მოტივაცია. საქართველოში, OECD-ის ქვეყნებთან შედარებით, მაღალია გაცდენები სკოლაში.

 

PISA-ს ამ და სხვა მიგნებების შესახებ მნიშვნელოვანია საქართველოს სკოლებში პროფესიული დისკუსიებისა და კოლექტიური რეფლექსიის ინიცირება, რაც ხელს შეუწყობს პრიორიტეტული მიმართულებებით ცოდნის გამდიდრებას, სკოლებს შორის გამოცდილების გაზიარებას და რესურსების მობილიზაციას.

bottom of page