საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი, მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში, სკოლების დაფინანსების ახალ მოდელზე მუშაობს, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს:
დაფინანსების არსებული სისტემის კომპლექსურ შესწავლას, რომელიც დასრულდება 2024 წლის დეკემბერში. ეს ამოცანა მოიცავს:
არსებული დაფინანსების მოდელის შეფასებას - რამდენად პასუხობს სკოლების დაფინანსების არსებული მოდელი თანაბარი ხელმისაწვდომობის, გამჭვირვალობის, ადექვატურობის, ეფექტიანობისა და ხარჯთეფექტურობის კრიტერიუმებს;
სკოლების დაფინანსების პოლიტიკაში ბოლო 20 წლის განმავლობაში გატარებული ცვლილებების შეფასებას სკოლების დაფინანსების საერთაშორისო ტენდენციების ჭრილში;
საჯარო სკოლების საჭიროებების სიღრმისეულ შესწავლას და მიგნებებიდან გამომდინარე, დაფინანსების მოდელის ცვლილების ამოცანების განსაზღვრას.
დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავებას და პილოტირებას. პილოტირების დაწყება დაგეგმილია 2025 წლის სექტემბრის თვეში. პილოტირების შედეგებზე დაყრდნობით, დაიხვეწება დაფინანსების საპილოტე ვერსია და სკოლების დაფინანსების ახალი მოდელი ძალაში შევა 2027 წლიდან.