top of page

საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი, მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში, სკოლების დაფინანსების ახალ მოდელზე მუშაობს, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს:


  • დაფინანსების არსებული სისტემის კომპლექსურ შესწავლას, რომელიც დასრულდება 2024 წლის დეკემბერში. ეს ამოცანა მოიცავს:


    • არსებული დაფინანსების მოდელის შეფასებას - რამდენად პასუხობს სკოლების დაფინანსების არსებული მოდელი თანაბარი ხელმისაწვდომობის, გამჭვირვალობის, ადექვატურობის, ეფექტიანობისა და ხარჯთეფექტურობის კრიტერიუმებს;


  • სკოლების დაფინანსების პოლიტიკაში ბოლო 20 წლის განმავლობაში გატარებული ცვლილებების შეფასებას სკოლების დაფინანსების საერთაშორისო ტენდენციების ჭრილში;


  • საჯარო სკოლების საჭიროებების სიღრმისეულ შესწავლას და მიგნებებიდან გამომდინარე, დაფინანსების მოდელის ცვლილების ამოცანების განსაზღვრას.

  • დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავებას და პილოტირებას. პილოტირების დაწყება დაგეგმილია 2025 წლის სექტემბრის თვეში. პილოტირების შედეგებზე დაყრდნობით, დაიხვეწება დაფინანსების საპილოტე ვერსია და სკოლების დაფინანსების ახალი მოდელი ძალაში შევა 2027 წლიდან.













კვლევის მიზანი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ეფექტიანობის შეფასება; მისი ძლიერი და გასაუმჯობესებელი ასპექტების იდენტიფიცირება, დაინტერესებული მხარეებისათვის არსებული გამოწვევების გადაჭრის გზების შეთავაზებით ინფორმირებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა.


თვისებრივი კვლევის ფარგლებში 18 ინტერვიუ ჩატარდა. რაოდენობრივი კვლევისთვის მრავალსაფეხურიანი შერჩევის პროცედურით 662 სკოლა შეირჩა. კვლევაში სულ მონაწილეობა მიიღო 6814 მასწავლებელმა და 286 დირექტორმა.













კვლევის მიზანი: საქართველოში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის შედეგებისა და გამოწვევების მიმოხილვა.


კვლევა აერთიანებს განათლების სფეროს ექსპერტების, სამივე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეფციის შემქმნელების, რეფორმის განმახორციელებელი გუნდის წარმომადგენლების, ესგ-ს დანერგვის მხარდამჭერი ჯგუფების, განათლების სისტემის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის, დონორი ორგანიზაციების, განათლების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების, სკოლის დირექტორების, მასწავლებლების, მშობლებისა და მოსწავლეების მოსაზრებებს.


დისკუსიებისა და ინტერვიუების სერია 2023 წლის ზაფხულში ჩატარდა და საერთო ჯამში 100-ზე მეტი რესპონდენტი მოიცვა. მსჯელობის პროცესში ჩამოყალიბებული პირველადი დასკვნები და რეკომენდაციები 10000-ზე მეტ მასწავლებელთან და 600-ზე მეტ სკოლის დირექტორთან გადამოწმდა.





bottom of page