top of page
world dots-01-01-01.png
EARTHICCLS-02.png
IEA-ICILS.png

ICILS - კომპიუტერული და საინფორმაციო წიგნიერების საერთაშორისო კვლევა

ICILS (საერთაშორისო კომპიუტერული და ინფორმაციული განათლების კვლევა) არის საერთაშორისო შეფასება, რომელიც ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის  (IEA) მიერ. ის ზომავს მე-8 კლასის მოსწავლეთა კომპიუტერულ და ინფორმაციულ უნარ-ჩვევებს, აფასებს, რამდენად ეფექტურად იყენებენ მოსწავლეები ტექნოლოგიებს  სწავლის პროცესში, სამუშაოს შესრულებაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში. 


ICILS აანალიზებს მნიშვნელოვან მონაცემებს იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად მომზადებულები არიან მოსწავლეები ციფრული ეპოქისათვის,  განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, როგორიცაა ციფრული წიგნიერება, პრობლემების გადაჭრისა და კრიტიკული აზროვნების უნარები. კვლევის შედეგები ეხმარება პოლიტიკის შემქმნელებს, მასწავლებლებს და მკვლევრებს ციფრული განათლების ხარვეზებისა და საუკეთესო პრაქტიკების გამოვლენაში , რაც უზრუნველყოფს მიზნობრივი სტრატეგიების შემუშავებას მოსწავლეთა კომპეტენციების გაუმჯობესებისთვის.


ICILS საპილოტე კვლევა საქართველოში პირველად 2027 წელს, ხოლო ძირითადი კვლევა 2028 წელს  ჩატარდება  საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის (NCER) მიერ. 


ICILS 2023 წლის საერთაშორისო ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ICCS & ICILS

2025 წლიდან საქართველო საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის  (IEA) მიერ ორგანიზებულ კიდევ ორ  მნიშვნელოვან საერთაშორისო კვლევას  ­−   ICCS ­− სამოქალაქო განათლების საერთაშორისო კვლევას და ICILS ­− კომპიუტერული და საინფორმაციო წიგნიერების საერთაშორისო კვლევას ­− შეუერთდა. მნიშვნელოვანია, რომ ციფრული წიგნიერება და სამოქალაქო განათლება გლობალური მოქალაქეობისთვის აუცილებელი კომპონენტებია და ამ მიმართულებით პირველად ტარდება ფართომასშტაბიანი შეფასება, რაც საბაზისო კვლევას წარმოადგენს ქართულ საგანმანათლებლო კონტექსტში.

bottom of page