ია კუტალაძე
შრომისა და ორგანიზაციიის ფსიქოლოგი, მკვლევარი, ფსიქომეტრისტი
1999 წლიდან მუშაობდა მსოფლიო ბანკის განათლების გარდაქმნისა და განმტკიცების პროექტის შეფასების კომპონენტში ფსიქომეტრისტად, შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ფსიქომეტრიის ჯგუფის ხელმძღავნელის, კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელის, კვლევისა და საგნობირვი დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და დირექტორის მოადგილის პოზიციებზე; ამავე ცენტრში ხელმძღვანელობდა საერთაშორისო და სახელმწიფო შეფასებებს, მომზადებული აქვს რამდენიმე საერთაშორისო კვლევის ანგარიში, კოორდინაციას უწევდა და, ამასთან, ჩართული იყო სახელმწიფო შეფასების ანგარიშების მომზადებაში. აქტიურად მონაწილეობდა ახალი საგამოცდო მოდელების შექმნისა და დანერგვის პროცესში. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა მასწავლებელთა პროფესიული უნარების შესაფასებელი პირველი სტანდარტიზებული ინსტრუმენტი საქართველოში, ასევე, საკანცელარიო და მექანიკური უნარების ტესტი პროფესიულ განათლებაში აპლიკანტთა სელექციისთვის. სხვადასხვა დროს იყო ფონდი ევრაზიის, ღია საზოგადოება-საქართველოს, გაეროს განვითარების პროგრამის, world vision, East-West-ის, Save the children-ის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტების დირექტორი. ია არის საქართველოში ადამიანური რესურსების მართვის პირველი საკონსულტაციო ორგანიზაციის (ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ცენტრი-PMC) და ფსიქომეტრული და საკონსულტაციო ასოციაციის დამფუძნებელი. სხვადასხვა დროს კონსულტირებას უწევდა ორგანიზაციებს კერძო და საჯარო სექტორში პერსონალის მართვის, ორგანიზაციული ცვლილებებისა და განვითარების საკითხებზე.
ია კუტალაძემ დოქტორის ხარისხი მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 1989 წლიდან დღემდე მოღვაწეობს, არის სრული პროფესორი, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი.