
კვლევა ფოკუსში - TIMSS
TIMSS 2023-ის მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით, განვიხილავთ, როგორ უკავშირდება სკოლის ზომა მოსწავლეთა მიღწევებს. ანალიზის შედეგები აჩვენებს, რომ ეს კავშირი არ არის ერთგვაროვანი და მნიშვნელოვნად განსხვავდება განათლების საფეხურისა და სკოლის მდებარეობის მიხედვით.


PIRLS-ი (Progress in International Reading Literacy Study) მეოთხეკლასელი მოსწავლეების წიგნიერების საერთაშორისო შედარებითი, განმეორებითი კვლევაა, რომელსაც საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) ატარებს. IEA აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის კვლევით ინსტიტუციებს და 1959 წლიდან ატარებს საერთაშორისო კვლევებს მოსწავლეების მიღწევების შეფასების მიზნით.
წიგნიერების საერთაშორისო კვლევის მიზანია მოსწავლეების კითხვის უნარის შეფასება მისი განვითარების საკვანძო საფეხურზე - როდესაც მოსწავლე კითხვის სწავლის ეტაპიდან გადადის იმ ეტაპზე, როდესაც კითხულობს, რათა ისწავლოს. კითხვაში მოსწავლეთა მიღწევების შეფასება ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდში განათლების პოლიტიკის წარმმართველ და გადაწყვეტილების მიმღებ ინსტიტუციებს აწვდის საყურადღებო ინფორმაციას საგანმანათლებლო სისტემის ეფექტიანობის შესახებ და ხელს უწყობს გასაუმჯობესებელი ასპექტების იდენტიფიცირებაში. დროთა განმავლობაში კითხვის სწავლების მონიტორინგისა და შეფასების მეშვეობით, ვიღებთ ინფორმაციას, რომლის გამოყენებითაც მოსწავლეებს თვითეფექტურ მკითხველებად ჩამოყალიბებაში შეგვიძლია დავეხმაროთ.




