top of page

საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი მუშაობს ეთნიკური უმცირესობების განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის კომპლექსურ კვლევაზე, რაც მოიცავს წინა-სასკოლო, სასკოლო, უმაღლესი და პროფესიული განათლების პროგრამებში ჩართული მოსწავლეებისა და ახალგაზრდების საჭიროებების კვლევას და სისტემური გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების გენერირებას.


მოცემული შუალედური ანგარიში აღნიშნული კვლევის ერთი ნაწილის, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მოქმედი საშეღავათო პოლიტიკის საკვანძო ასპექტის - „ქართულ ენაში მომზადების პროგრამის“ შედეგებს მიმოიხილავს. აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, ვინც არაქართულენოვანი სკოლა ან სექტორი დაამთავრა. მისი მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.


კვლევამ ცხადყო, რომ პროგრამას მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები აქვს, განსაკუთრებით სტუდენტების ჩართულობის კუთხით. ანგარიშში ასევე აღწერილია მოსამზადებელი საგანმანათლებლო პროგრამის წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც მისი შინაარსისა და სტრუქტურის, ისე ხელმისაწვდომობისა და ინტეგრაციის საკითხებთან.














ree

საგანამანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა ზოგადი განათლების სამი არსებითი მიმართულებით ჩატარებული კვლევის შედეგები 8 დეკემბერს წარადგინა კონფერენციაზე - კვლევა განათლების პოლიტიკის მხარდასაჭერად - სასკოლო განათლების გამოწვევები.



კონფერენციას განათლების სისტემის, სასკოლო საზოგადოების, საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


კონფერენციის ფარგლებში ცენტრის მკვლევარებმა შემდეგი კვლევების დეტალური ანგარიშები წარადგინეს:

საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა ასევე წარადგინა სასკოლო სახელმძღვანელოების შეფასების პირველი ეტაპის (სწავლების პრაქტიკაზე დაფუძნებით შეფასება) შუალედური შედეგები.



კვლევის მომდევნო ეტაპებზე განსხვავებული პერსპექტივებიდან შეფასდება სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული გამოწვევები. დაგეგმილია ხარისხის რეგულაციის მექანიზმების სისტემური ანალიზი.




bottom of page